Thursday, March 16, 2017

პროექტი

                                    ,


1. პროექტი:


ქართული სალიტერატურო ენის განვითარების
საფეხურები.


2. პროექტის მთავარი იდეა (თემა):.
მოსწავლეები გაეცნობიან სალიტერატურო ენის განვითარების საფეხურებს, იმ დროსა და ეპოქას, როდის როგორ წერდა და საუბრობდა ქართული საზოგადოება. რამ გამოიწვია ეს ცვლილებები.


3. ფუნქციების განაწილება ჯგუფში (დავეხმარო მოსწავლეებს თემების გააზრებაში,


რესურსების მოპოვებასა და ფუნქციების განაწილებაში)


მოსწავლეები  დაიყოფიან  სამ ჯგუფად. თითოეული  ჯუფი  იმუშავებს  შესაბამისად  სალიტერატურო  ენისა და დამწერლობის განვითარების    I,  II და    III საფეხურზე.ქართული  ენის   შესაცნობად  მოსწავლეები  მოიძიებენ  დამატებით  მასალებს  მის  წარმოშობასა  და  განვითარების  საფეხურებზე, გაეცნობიან  უძველეს  ქართულ  წარწერებს , როგორც ქვეყნის ფარგლებში, ისე მის  საზღვრებს გარეთაც. ჩაუკვირდებიან ქართული ანბანის  დამწერლობას მისი  განვითარების  სხვადასხვა  ეტეპზე


4. პროექტის მიზნები:
გაარჩიონ ერთმანეთისაგან ძველი, საშუალი და ახალი ქართული სალიტერატურო ენები, იცოდნენ რომელი რომელ საუკუნეებში გამოიყენებოდა.


5. მონაწილეთა ასაკი:  
15-16 წელი


6. ვადები/ხანგრძლივობა:
2 კვირა


8. პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები:
წიგნები, კომპიუტერი საწერ კალმები, ფურცლები.


9. პროექტის მსვლელობა:
მოსწავლეებს მიეცათ დავალება ინფორმაციის მოძიება ინტერნეტით და წიგნებით, შემდეგში მათი დახარისხება და საპრეზენტაციოდ მომზადება. პერიოდულად განვიხილავ მათ  მიერ  დაწყებულ  კვლევებს, რათა შევაფასო საკითხის გააზრების ხარისხი და შესაბამისად წარვმართავ სწავლების პროცესს.
მოსწავლეებს ვთხოვ გამოიყენონ სამოქმედო გეგმა, რომელიც მათ გონებრივი იერიშის, დაგეგმვისა და გეგმის განხორციელების დროს დაეხმარება. გეგმას  გამოვიყენებ მათი ნამუშევრის საბოლოო შეფასებისთვისაც.  საბოლოო პრეზენტაციების დასრულებამდე გავმართავ  მასწავლებლის და თანაკლასელთა დისკუსიებს უკუკავშირის გაზიარებისთვის. მოსწავლეებს ვთხოვ  თანაკლასელთა უკუკავშირის ფორმა გამოიყენონ თანაკლასელების შეფასების დასაფიქსირებლად. ეს მათ პროექტის დახვეწაში დაეხმარება.

11.პროექტის ხელმძღვანელი (მასწავლებელი): ნანა  ხახუტაშვილი


12. ხელმძღვანელის ელ.ფოსტა:


13. პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი: